თენგიზ გუნავა ისევ დააკავეს!

თენგიზ გუნავა ისევ დააკავეს!

შს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ დააკავა.

აღსანისნავია, რომ მას ამჯერად გამოძიება 3 ათასი ლიტრი ბენზინის მითვისებას ედავება.
 
"საქმე აღძრულია 333-ე და 182-ე მუხლებით. პირველი გულისხმობს უფლებამოსილების გადამეტებას, მეორე - მითვისებას. საუბარია გენერალურ ინსპექციაში მისი მუშაობის პერიოდზე", - აღნიშნა ადვოკატმა.

გუნავა  წინასწარი დაკავების იზოლატორში ჯერ არ გადაუყვანიათ.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას აბსურდული ბრალდებები აქვს, რაც სამარცხვინოა.


შეგახსენებთ, რომ შსს-ს გენინსპექციის უფროსი თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ნარკოტიკის მოხმარების გამო უკვე იყო დაკავებული. საქალაქო სასამართლომ კი მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: