ხიდი აფხაზეთთან

ხიდი აფხაზეთთან

აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ყოველთვის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ხალხს შემოვლითი გზით, ზოგჯერ კი მალულად უწევდა გალის ტერიტორიაზე გადასვლა. გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით კი დეკემბერში დასრულდება პატარა ხიდის მშენებლობა, რომელიც ზუგდიდან გალში შეუფერხებელ გადასვლას უზრუნველყოფს.


თუმცა ხიდზე გადასვლა თავდაპირველად მხოლოთ ფეხით მოსიარულეთათვის იქნება შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ დაანონსებული იყო სამანქანო მიმოსვლის უზრუნველყოფა.


შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, გალის რაიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზების გახსნის პირობა ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მისცა.


არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ ირკვევა, რომ გამშვები პუნქტები პირველ იანვარს გაიხსენება. მაგრამ, ეს არ იქნება თავისუფალი მოძრაობა, რადგან გამშვებ პუნქტებს მხოლოდ რუსები აკონტროლებენ.


ადგილობრივი საზღვრის გადმოკვეთა არ იქნება გართულებული. გალის მოსახლეობას ზუგდიდში გადმოსვლა უპასპორტოდ და უფასოდ შეეძლებათ, მათ ამისთვის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა დასჭირდებათ.


ეს რაც შეეხება გალის მოსახლეობას, ხოლო სოხუმის, ტყვარჩელისა და გაგრის მაცხოვრებლები საზღვარზე აფხაზური პასპორტის გარეშე ვერ გადმოვლენ და მათთვის ვიზის საფასური 5 ლარი იქნება.


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაპირველად ანქვაბის დაპირება საბაჟო ტერმინალის გახსნა იყო, რათა მოსახლეობას ტრანსპრტით გადაადგილება შესძლებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ გზა ფეხით მოსიარულეთათვის იხსნება, ამას კი ადგილობრივი მოსახლეობა იმით ხსნის, რომ არ მოხდეს ტვირთების მოძრაობა და რაიმე სახის ეკონომიკური ურთიერთობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: