„ვეფხისტყაოსანი“ 300 წლისაა

„ვეფხისტყაოსანი“ 300 წლისაა

დღეს "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამოცემის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია  გაიმართება.


ღონისძიებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემისა და ქართული ენის თესაურუსის კომიტეტი გამართავს.


სხდომას მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გახსნის.


კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის" საგამომცემლო პროექტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს პოემის ახალ რედაქციას ბეჭდური სახით (2012 წლის გამოცემა) და საძიებო სისტემით აღჭურვილ მდიდარ მასალას ელექტრონული გამოცემის სახით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: