ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფოს ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის უნარშეზღუდულებს

ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფოს ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის უნარშეზღუდულებს

"ქორთიარდ მარიოტში" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას   პრემირ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.


პრემირის განცხადებით, წინა ხელისუფლება მხოლოდ ფასადურად ზრუნავდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე და პირობა მისცა მათ, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად.  „ჩვენ უარს ვიტყვით იმ სიმახინჯეებზე, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა“, - ამბობს ივანიშვილი.


ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვისაც, რათა ქვეყანაში მაქსიმალური რაოდენობის სოციალიზირებული სამუშაო ადგილები შეიქმნას.

"სახელმწიფო ვალდებულია მაქსიმალურად დაიცვას თქვენი უფლებები. სახელმწიფოს ღირსება განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევა ის თავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. როცა ხელისუფლებაში მოვედით, დაგპირდით, რომ სამართლიანობა აღდგება – პირველ რიგში, სწორედ თქვენთან დაკავშირებით. ჩვენ არა უპროექტოდ უნდა ვაშენოთ, არამედ თავშივე გავითვალისწინოთ თქვენი უფლებები ქუჩაში და ტრანსპორტშიც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: