ნათია ლაზაშვილი: სამუშაოდ მე ტელევიზიაში მივედი და არა ფერმაში

ნათია ლაზაშვილი: სამუშაოდ მე ტელევიზიაში მივედი და არა ფერმაში

"მეცხრე არხის" სინფორმაციო გამოშვების უკვე ყოფილმა წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა გუშინ, 9-საათიანი საინფორმაცი გამოშვების მსვლელობისას განაცხადა, რომ ტელევიზიას ტოვებს, რადგან არ შეეძლო ემუშავა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ტელევიზიასა და ფერმას ერთმანეთთან აიგივებს.


"სამწუხაროა, რომ უკვე მეორედ მიხდება მსგავსი განცხადების გაკეთება. თუმცა "რუსთავი 2"-ში ცხრა წელი ვმუშაობდი, აქ კი მხოლოდ 8 თვე მომეცა ამის საშუალება. იმედი გვქონდა, რომ არხის რეორგანიზაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო იმ პროცესების თავიდან აცილება, რაც ამჟამად "მეცხრე არხზე" მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, წასვლა გადავწყვიტე, რადგან მე სამუშაოდ მოვედი ტელევიზიაში და არა ფერმაში", _ აღნიშნა ლაზაშვილმა.


"ჩემთვის გაუგებარია ის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს უხერხულობას უქმნის მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია, რატომ არ უქმნის უხერხულობას ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრი არის პოლიტიკური პარტიის, პარლამენტის და იუსტიციის საბჭოს წევრი?" _ კითხულობს ლაზაშვილი.


"ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე განაცხადა, რომ გვქონდა დაბალი რეიტინგი და ვაკეთებდით სნობურ ახალ ამბებს. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმ პროდუქტზე, რაც გაკეთდა 8 თვის განმავლობაში და საშუალებას ვაძლევთ ახალ ხელმძღვანელობას გააკეთოს ისეთი ახალი ამბები, რაც მას მიაჩნია რეიტინგულად. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ არ დაინგრევა ის, რასაც ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვაშენებდით",  _ განაცხადა ნათია ლაზაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: