გია ხუროშვილი: კანცელარიიდან თანამშრომელთა 50% გაანთავისუფლეს!

გია ხუროშვილი: კანცელარიიდან თანამშრომელთა 50% გაანთავისუფლეს!

მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კანცელარიიდან თანამშრომლების დათხოვნას აპროტესტებს და ამ ფაქტს საკუთარი "ფაცებოოკ"-ის გვერდზე ეხმაურება. მისი ინფორმაციით, დათხოვნილია პერსონალის დაახლოებით 50%.


"გასაგებია, რომ მე მთავრობის პოლიტიკური სპიკერი ვიყავი და ვინმეს მითითებას არ დავლოდებივარ, ისე გავიზიარე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პირადი განცხადებით დავტოვე თანამდებობა. 9 წლის წინ მე არ ავყოლილვარ ფეხის ხმას და ვინც დამხვდა სამსახურში, ერთი ადამიანიც არ გამითავისუფლებია არც პოლიტიკური და არც პირადი მოტივით. ბევრი რამე გავითვალისწინე და არ შემილახავს მათი ღირსება, რითიც დღეს ამაყი ვარ!


დღეს კანცელარიიდან, ჩემი ინფორმაციით, თანამშრომელთა 50% გაანთავისუფლეს. მათ შორის, მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან:  ხათუნა კაპანაძე - საპარლამენტო მდივნის მოადგილე, ნათია მინაშვილი - მთავარი სპეციალისტი, გიგა რევიშვილი - მთავარი სპეციალისტი... გაუფრთხილდით კადრებს, რომლებსაც პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ, მათ აქვთ გამოცდილება, ინსტიტუციური მეხსიერება, საჯარო მოხელისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და ნუ გაყრით ამ ხალხს ქუჩაში! თუკი რაიმე აფუჭებს საქმეს, ეს არაკვალიფიციური, მხოლოდ ამბიციებზე და ინტრიგებზე ორიენტირებული კადრებია და გაითვალისწინეთ ხელისუფალნო! ", - აცხადებს გია ხუროშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: