პეტრე მამრაძე: სააკაშვილი აბსოლუტურმა ძალაუფლებამ გააგიჟა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი აბსოლუტურმა ძალაუფლებამ გააგიჟა

პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი აბსოლუტურმა ძალაუფლებამ გარყვნა და მისმა "შერჩევითმა სამართალმა" გამოიწვია ის შედეგი, რაც დღეს სახეზე გვაქვს.


"პირადად ჩემთვის სააკაშვილს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. თუმცა აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ის გააგიჟა. უსამართლო კანონებით ბრძოლამ უარესი უსამართლობა გამოიწვია. როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ობიექტური პარტიები და ადამიანები ცნობადი სახის გარშემო ერთიანდებიან, სავალალო შედეგების გარდა, ვერაფერს მივიღებთ", - განაცხადა მამრაძემ.


მისივე თქმით, სააკაშვილის დასაპატიმრებლად მის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციებიც კმარა. მამრაძე თვლის, რომ სანამ სააკაშვილი ქვეყნის სათავეშია, რუსეთთან ურთიერთობა არ აღდგება.


"ახალ მთავრობას ურთულესი მემკვიდრეობა დახვდა, რისი გამოსწორებაც რამდენიმე კვირაში შეუძლებელია. ეს იგივეა, ბოსტანში საფრთხობელა დაუყენო ჩიტებს და ამგვარად შეეცადო ხელი შეუშალო მათ შემოფრენას. ასევეა სააკაშვილის შემთხვევაშიც, სანამ ის ქვეყნის სათავეშია, რუსეთთან ურთიერთობა ვერ გამოსწორდება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ "პრაიმ ტაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: