თედო ჯაფარიძე: ჩემთვის გაუგებარია საქართველოს პოზიცია

თედო ჯაფარიძე: ჩემთვის გაუგებარია საქართველოს პოზიცია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვერ ხსნის საქართველოს პოზიციას, რომელიც მან გაეროში ხმის მიცემის დროს პალესტინის სტატუსის შესახებ დააფიქსირა.

„ჩემთვის ჯერჯერობით გაუგებარია, რაში დასჭირდა საქართველოს კენჭისყრის დროს ასეთი  პოზიციის დაფიქსირება“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინისთვის სტატუსის გაზრდას დაუჭირა მხარი. სტატუსის გაზრდას 134-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის რუსეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ და იაპონიამ. თავი 41-მა ქვეყანამ შეიკავა, ამ ქვეყანაში შედიან დიდი ბრიტანეთი და გერმანია. წინააღმდეგ კი ცხრა ქვეყანამ მისცა ხმა, მათ შორის ამერიკისა და ისრაელის გარდა იყვნენ კანადა, ჩეხეთი, პანამა, მარშალის კუნძულები და ა.შ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: