დავით საყვარელიძე: ივანიშვილის რეჟიმის დიქტატურა დაიწყო!

დავით საყვარელიძე: ივანიშვილის რეჟიმის დიქტატურა დაიწყო!

“ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით საყვარელიძის განცხადებით, გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ყოველგვარი ორდერის გარეშე ჩატარდა.

როგორც საყვარელიძემ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამართალდამცავები ხაჩიძის ოჯახის წევრების მიმართ ცინიკურები და აგრესიულები იყვნენ.

,,გრძელდება ივანიშვილის რეჟიმის პოლიციური ვანდალიზმი. დღეს დილით გოგა ხაჩიძის ოჯახში 15-მდე პოლიციელი შეიჭრა. ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ვერ აღმოაჩინეს, ოჯახის წევრების მიმართ ცინიკურები და აგრესიულები იყვნენ. რაც მთავარია, ჩხრეკა ჩატარდა ყოველგვარი ორდერის გარეშე", - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისივე შეფასებით, პარლამენტის წევრის ოჯახში ჩხრეკის ჩატარება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის რეჟიმის დიქტატურის დასაწყისი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: