ავიაკატასტროფას კონგოში სომხეთის ხუთი მოქალაქე შეეწირა

ავიაკატასტროფას  კონგოში სომხეთის ხუთი მოქალაქე შეეწირა

კონგოში თვითმფრინავის “ილ-76”-ის აფეთქებას სომხეთის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა.  ინფორმაციას სომხეთის საინფორმაციო სააგენტო "Новости-Армения" ავრცელებს.  სააგენტოს პრესმდივნის ნელი ჩერჩინიანის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეები კონგოში კონტრაქტით მუშაობდნენ.


Associated Press-ის  ინფორმაციით,  თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი უკრაინის მოქალაქე იყო.  დაღუპულის სხეული ავარიის ადგილას აღმოაჩინეს. დანარჩენი  მფრინავების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.


საავიაციო სამსახურის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავი „ილ-76“ ავიაკომპანია Trans Air Congo-ს ეკუთვნის. ამ დროისთვის დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ადგილობრივი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია თვითმფინავში არალეგალი მგზავრებიც ყოფილიყვნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: