ჯორჯ სოროსი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ჯორჯ სოროსი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის, "სოროსის ფონდის" დამფუძნებელი, ჯორჯ სოროსი დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. ინფორმაციას ფონდი  "ღია საზოგადოება – საქართველო" ავრცელებს. 

 

ჯორჯ სოროსი საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფება. გუშინ ის საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. 

 

ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა  საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, დაიგეგმა მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.

 

ჯორჯ სოროსი საქართველოს დღეს საღამოს დატოვებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: