პირობითი სასჯელისგან განურჩევლად ყველა მსჯავრდებულის გათავისუფლების ინიციატივას იუსტიციის სამინისტრო არ იზიარებს და პარლამენტს პირობითი სასჯელის პრევენციული მნიშვნელობის გათვალისწინებას ურჩევს.
ქვეყნის პრეზიდენტისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, "მე არ მივატოვებ განსაცდელში მყოფ ხალხს", რევანშის დასაწყისი ხომ არ იქნება? შესაძლოა თუ არა, რომ უახლოეს მომავალში "ნაცმოძრაობა" ისევ ქვეყნის მმართველად მოგვევლინოს?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში ხვალ დაბრუნდება, თუმცა მისი ჩამოფრენის ზუსტი დრო ცნობილი არ არის.
ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა.
უცხოეთის მედია იუწყება, რომ გუშინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის ტექნიკურ განყოფილებაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია სახანძრო სამსახურის მოსვლამდე მოხერხდა.
ხვალიდან თბილისში გაიხსნება ევროპის ხარისხის კვირეული. კვირეული ხარისხის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე ორიენტირებული, საზოგადოების ცნობიერებაზე მიმართული კამპანიაა, რომელიც ტრადიციულად ნოემბერში, ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, ვალერი იოსავას განცხადებით, შეისწავლება მისი წინამორბედის, როლანდ ახალაიას საქმეები. ასევე გადაიხედება რაიონულ პროკურატურაში შესული სხვადასხვა საჩივარი.
ზაზა ფაჩულიამ სასტარტოში დაბრუნება შესანიშნავი თამაშით აღნიშნა და ლოს ანჯელეს კლიპერსთან მატჩში საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ.
რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის №120 განკარგულების თანახმად, 1998 წლის 30 იანვრის შემდეგ დედის დღე რუსეთში ყოველწლიურად ნოემბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება.
ფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ და სოხუმის ე.წ. მერმა ალიას ლაბახუამ თურქეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ქალაქ სიდეს მერი აბდულკადირ უჩარი ხელმძღვანელობდა,- ინფორმაცია აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.
კურორტ ახტალის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების ერთი ნაწილი კომპანია "ტერექს-21"-სგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვს.
რუსთავში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. 50-მდე მძღოლი ხელფასების მომატებას, დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაგზავნილი მასალების მიხედვით, პროკურატურა ვანო მერაბიშვილს დაკითხავს. "ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება",- აცხადებს კბილაშვილი.
"ჯერჯერობით დათა ახალაიას არაფერი არ ბრალდება", - აცხადებს ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი. ადვოკატის თქმით, მას პასუხი არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, სადაც მერაბიშვილის კანონსაწინააღმდეგო ბრალდებასთან დაკავშირებით დათა ახალაიას სახელიც ფიგურირებს.