Iverioni
«    დეკემბერი 2012    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივნისი 2020 (1)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)

ჰილარი კლინტონი ვირუსული ინფექციით დაავადდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

16-12-2012, 14:56
ნანახია: 949

ტრაგედია ეგეოსის ზღვაში

საბერძნეთის ლესბოსის კუნძულის ნაპირებთან ერაყელი მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. დაღუპულია ოცამდე ადამიანი.

16-12-2012, 14:54
ნანახია: 1005

ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.  "თელასში" აცხადებენ, რომ  10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV კვარტლის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის, კაჭრეთის, კახიანის და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 

16-12-2012, 14:47
ნანახია: 1027

მინისტერიალი თურქეთში

თურქეთში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ე.წ. ბისეკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა თურქეთმა უკრაინას გადასცა. 

16-12-2012, 14:46
ნანახია: 814

ხვალ

NDI  ხვალ პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს გამოაქვეყნებს.  კვლევის შედეგების პრეზენტაცია სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება. პრეზენტაცია   მედია საშუალებებისთვის დახურული იქნება.

16-12-2012, 14:44
ნანახია: 701

ვიაჩესლავ ჩირიკბა: საქართველოს

"ქართველებმა უნდა შეიგნონ, რომ მოვიდა დრო ახალი პოლიტიკური რეალობების აღიარებისა და ისიც, რომ ძველმა მიდგომებმა ჩვენი ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა", - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.

16-12-2012, 14:43
ნანახია: 733

რა სთხოვა პარტიარქმა ირაკლი ალასანიას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავდაცვის მინისტრს ჯარში ინტელექტუალიზმის დამკვიდრების თხოვნით მიმართა.

16-12-2012, 14:41
ნანახია: 1142

ანდრონიკაშვილების სასახლეს  დემონტაჟი ემუქრება

გურჯაანის სოფელ არაშენდაში მდებარე ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასახლეს დანგრევის საფრთხე ემუქრება.

16-12-2012, 14:39
ნანახია: 771

გომბორის უღლტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

უხვი ნალექისა და ყინვების გამო გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვებია დაწესებული. საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 

16-12-2012, 14:21
ნანახია: 727

გია გუგუშვილის  მასტერ-კლასი  ნატოს საინფორმაციო ცენტრში

ნატოს საინფორმაციო ოფისში მხატვარმა გია გუგუშვილმა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, რომელთაც გაიმარჯვეს კონკურსში "ჩემი  ნატო" მასტერ-კლასი ჩაატარა.

16-12-2012, 14:19
ნანახია: 886

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გახდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სენატორი ჯონ კერი გახდება. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თეთრი სახლი ამ დრომდე არ ადასტურებს. თუმცა ამერიკული მედია საკუთარ წყაროდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ასახელებს.

16-12-2012, 14:16
ნანახია: 1121

აჭარაში პროსტიტუციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის საცხოვრებლის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს: საქართველოს მოქალაქეები - ნანა მ. და ინგა ბ. და თურქეთის მოქალაქეები - ჰუსეინ ი. ომერ ქ. და ჯესურ მ.

16-12-2012, 14:12
ნანახია: 687

კურორტებზე სათხილამურო სეზონისთვის მზადება დაიწყო

მთის კურორტებზე სათხილამურო სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. გუდაურში ბაკურიანსა და მესტიაში საბაგირო დეკემბრის ბოლოს ჩაირთვება.

16-12-2012, 14:11
ნანახია: 730

თბილისის მოდის კვირეული დღეს დაიხურება

თბილისის მე-7 მოდის კვირეული დღეს საღამოს დაიხურება. კვირეულის ბოლო დღე "Holiday Inn"-ში თეონა გარდაფხაძის და ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენებას დაეთმობა.

16-12-2012, 14:09
ნანახია: 743

ხაშურში შსს-მ დეპუტატობის კანდიდატი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხაშურში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამაზ ახალკაცი დააკავეს. 

16-12-2012, 13:52
ნანახია: 733