საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების რეალიზაციის მხარდაჭერა იქნება სემინარის თემა, რომელიც 3-4 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება.
შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის წაყენების შესაძლო საფუძვლებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
რუსთავის №5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამაში დიდი წვლილი ეკუთვნის ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას (NORLAG).
საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესაძლო დაკითხვას ეხმაურება.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრმა აკაკი მინაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქარელის გამგეობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
კონგოში თვითმფრინავის “ილ-76”-ის აფეთქებას სომხეთის ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაციას სომხეთის საინფორმაციო სააგენტო "Новости-Армения" ავრცელებს.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა მინისტრი რუსთავში, ქალთა #5 დაწესებულებაში იმყოფება, სადაც განაცხადა, რომ პირობითი სასჯელი 20 ათასამდე პრობაციონერს მოეხსნება.
“ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით საყვარელიძის განცხადებით, გოგა ხაჩიძის მშობლების სახლში ჩხრეკა ყოველგვარი ორდერის გარეშე ჩატარდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის "სოროსის ფონდის" დამფუძნებელს შეხვდა.
1-3 დეკემბერს საქართველოში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგით მეორე მასშტაბური მოდელირება YES Goergia-სა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ პროექტის “MoNYS in Georgia“ ფარგლებში.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვერ ხსნის საქართველოს პოზიციას, რომელიც მან გაეროში ხმის მიცემის დროს პალესტინის სტატუსის შესახებ დააფიქსირა.
პოლიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი აბსოლუტურმა ძალაუფლებამ გარყვნა და მისმა "შერჩევითმა სამართალმა" გამოიწვია ის შედეგი, რაც დღეს სახეზე გვაქვს.