პარლამენტმა 91 ხმით 24–ის წინააღმდეგ ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა, მაგრამ კანონს ჯერ არ აქვს იურიდიული ძალა.
მარტვილის ადგილობრივი თვითმმართველობა აქციების გამო თითქმის ერთი თვის განმავლობაში პარალიზებული იყო.
საგამოძიებო სამსახურში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაკითხვა დასრულდა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა.
პალესტინის პარლამენტის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს და ისრაელი კვლავ განაგრძობს მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებლობას, ის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის დათხოვნის გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქართული კვების კომპანია“, პირველად, საჯარო შესყიდვას აცხადებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების 800-მა წვევამდელმა დღეს, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ფიცი დადო.
საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ამნისტიის კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტი და განმარტება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე ვეტოს დადების მიზეზებზე საუბრობს.
ქუთაისის მერიასთან განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. სენიკიდან ჩამოსულმა გამნაღმველებმა რამდენიმე წუთის წინ დაუდგენელი ნივთი ააფეთქეს, ხოლო ნამსხვრევები და ნარჩენები ექსპერტიზაზე წაიღეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორთვინ ჰენიგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონისთვის დადებული ვეტოს დაძლევის პროცედურა გაიმართება.