ფოთის საკრებულომ ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი ერთხმად დაატკიცა. ფოთის მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიონ 914 100 ლარს შეადგენს.
ქუთაისის მერიასთან ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. ამ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 25 დეკემბერს, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოსა და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1949 წელს დაბადებული ციალა ნიკოლაძის განზრახ მკვლელობისთვის, 1963 წელს დაბადებული ვაჟა ა. დააკავეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განმეორებით დაკითხავენ.
საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება მისი არჩევიდან 6 თვის ნაცვლად, შესაძლოა, 3 თვეში მიეცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია ,,მეცხრე არხთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტია ნარკორეალიზატორებს, ჯაშუშებსა და პედოფილებს რომ შეეხოთ. „ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიმოძრაოთ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამის შემდეგ ვიზრუნოთ სხვა დანარჩენზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო და პარლამენტს კანონპროექტს შენიშვნებით უგზავნის .
ყოფილი სახალხო დამცველი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავისი გამოსვლებით ისე აღიზიანებს ხალხს, რომ საზოგადოებამ შეიძლება ლინჩის წესით გაასამართლოს.
თიანეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა თაღლითობისა და თანხის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში, 1982 წელს დაბადებული ვაჟა ბ. დააკავეს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მერის ინიციატივას – მოსახლეობისთვის ვაუჩერების გადაცემის თაობაზე, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკმარისი დრო ჰქონდა ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ქონების დეკლარაციის აქტივების შევსების ვადა დღეს ეწურება.
დღეს საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 24 დეკემბერს, თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პიროვნება გივი ნ. და ლაშა ფ. დააკავეს.