ეროვნული ბანკი სადაზღვევო სფეროზე ზედამხედველობას ვეღარ გასწევს. ცვლილებები "ეროვნული ბანკის შესახებ" და "დაზღვევის შესახებ" კანონებში შედის. პარლამენტში ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ახალი კანდიდატურა, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე წარუდგინა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა მაიას ტომის ახალი კალენდარი აღმოაჩინეს, რომელიც არსებულ კალენდრებს შორის უძველესია.
ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსობის კანდიდატს ირაკლი ძნელაძეს ხვდება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს მედიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი რუსეთის პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აეროპორტში ვანო მერაბიშვილის მიერ საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის მცდელობას აფასებს და აცხადებს, რომ მისი იმ მომენტში არდაკავება სწორი გადაწყვეტილება იყო.
დღეს 11:00 საათზე საქალაქო სასამართლო კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის დათა ახალაიასთვის, ასევე ოლეგ მელნიკოვისთვის, სოსო თოფურიძისა და გერონტი ალანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
გენერალური ინსპექციის ფარგლებში ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - საიდუმლო რეჟიმის დაცვის სამმართველო იქმნება.
"ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობენ მინისტრი გურამ ოდიშარია და ორი მოადგილე - ალექსანდრე მარგიშვილი და მარინე მიზანდარი.
საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში იგორ გიორგაძეს ექნება ყველა შესაძლებლობა, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და მას ამისი სამართლებრივი საშუალებები მიეცემა.
პანკისის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, რათა ობიექტურად მოხდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება.