ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ტრადიციულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სოროსი მას ნამდვილად ებრძოდა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზე დაიწყო.
ადვოკატები სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის პოზიციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას პალესტინის ავტონომიისთვის გაფართოებისა და სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე.
"სასამართლო არის საზიზღარი და ნაგავი კაცის ხელში! კუბლაშვილის ხელშია ისევ სასამართლო და ბიძინა ივანიშვილი ამ მოსამართლეებს, რომლებიც ისევ და ისევ მიშას მონები არიან, ჯერჯერობით, ვერაფერს უშვება", _ აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა _ სოსო რობაქიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოში დღეს შექმნილ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას სხვადასხვანაირად აფასებენ. ამ შეფასებებში უმთავრესი ფიგურა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილია.
CBS-ის ტელეეთერში მალე სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაღებული 13-სერიანი ტელეფილმი „გუმბათის ქვეშ“ გავა. ინფორმაციას TV Line ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში კერძო ვიზიტით მყოფი, ცნობილი ფილანტროპი და მილიარდერი, ჯორჯ სოროსი თბილისის იუსტიციის სახლში მიიწვია.
გერმანელი კინემატოგრაფისტები მალე ანა ფრანკის ცხოვრების შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებენ. ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას და ჩვენებებს ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“უცვლელად გთავაზობთ:
კინოფესტივალი „ქართული პანორამა" უკვე მეორე წელია, რაც საქართველოში ტარდება. ფესტივალი ჟიურის მიერ არჩეული საუკეთესო ფილმის რეჟისორებისთვის ერთგვარი ტრამპლინია დიდ საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად.
კინოთეატრ „რუსათაველში“ 5 დეკემბერს, 20:საათზე, კოტე მიქაბერიძის, სიკო დოლიძის, ვახტანგ შველიძისა და ალექსანდრე ჯალიაშვილის 30-იანი წლების კულტურფილმების მცირე რეტროსპექტივა მოეწყობა.
ანდრო ალავიძის ინფორმაციით, შეწყალების სახელმწიფო კომისიამ წარმოდგენილი საქმეებიდან დადებითი რეკომენდაცია დაახლოებით 1/3 -ს გაუწია.
„თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, 29 ნოემბერს, მემარცხენე პარტიის 4 წევრს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი შეუწყდა. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
სახელმწიფო კანცელარიაში ადასტურებენ, რომ სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის ფარგლებში, 80 თანამშრომელი განთავისუფლდა. ეს ადამიანები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად მათ სამსახურიდან გაუშვებდნენ.