შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლის პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა. ხაშურის პოლიციის სამმართველოდან გამოსულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მცირე კომენტარი გააკეთა.
შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ განცხადებას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური დირექტორის დაკითხვის შესახებ.
33 წლის კრისტოფერ ფრანკლინ უივერმა, რომელიც სასჯელს სექსუალური ძალადობისთვის იხდიდა, 31 პატიმართან ერთად ციხე 29 ნოემბერს, დილის 11 საათზე დატოვა.
მსოფლიოში კრიმინალის დონე კვლავ მაღალია. იპარავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც კი შეიძლება, დაწყებული ძვირფასი ქვებით და დამთავრებული ცნობილი ადამიანების ძეგლებით თუ მონუმენტებით.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 9 დეკემბერს, 19:00 საათზე, კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს უმასპინძლებს.
შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ საგამოძიებო ორგანო უკვე დატოვა. გვაზავას დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ გვაზავა პროკურატურაში დაკითხვაზე დილის 10:00 საათიდან იმყოფება.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ავღანეთის აღმოსავლეთით ჯალალაბადის ნატოს ბაზაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
შს სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. დაცვის მხარე გუნავას აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში ახალგაზრდებს მოუწოდებს იმეგობრონ არა ტელევიზორთან, რადიოსთან და ინტერნეტთან, არამედ – წიგნებთან.
ფრანგმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი 58 წლის გიორგი მარგველაშვილია. მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარი გახსნიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ კვლავ ხარაჩოებშია. ტაძრის ერთ ნაწილში, იუნესკოს მითითებით, სპილენძის მწვანე სახურავს ცვლიან.