ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს დენს გაუთიშავენ

ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს  დენს გაუთიშავენ

„თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონს  ელექტრომომარაგება შეუწყდება. 

 

10:00-დან 18:00 საათამდე დიდუბის რაიონში ელექტროენერგია არ ექნებათ  ცემისა და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებ, 10:00-დან 14:30 საათამდე - გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლისა და ვაზისუბნის II მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00-დან 18:00 საათამდე კრწანისის რაიონში გაითიშება დიდი ხეივნის და პირველი ხეივნის ქუჩები, ხოლო 11:00-დან 15:00 საათამდე - აეროპორტის დასახლება და რკინიგზის ჩიხი. 

 

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: