ედუარდ შევარდნაძე: სააკაშვილის, რეჟიმი უნდა გასამართლდეს

ედუარდ შევარდნაძე: სააკაშვილის, რეჟიმი უნდა გასამართლდეს

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ტრადიციულ ინტერვიუში აცხადებს, რომ სოროსი მას ნამდვილად ებრძოდა. მისი აზრით, მულტიმილიარდერის სტიქია არის ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ეჭვობს, ახლა მას ხალხი აყვეს და სააკაშვილის შველა შეძლოს _ იგი უკვე დამთავრებულია, "ახლა მთავარია ახალმა ხელისუფლებამ ხალხს აგრძნობინოს, რომ ნამდვილად გათავისუფლდა სააკაშვილის რეჟიმისგან".

 

ექსპრეზიდენტი ურჩევს ახალ ხელისუფლებას, მეტი სიმტკიცე გამოიჩინოს და ხალხს გასაგებად აუხსნას, რეალურად რა მდგომარეობამდე მიიყვანა სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა. ამასთან, რეკომენდაციას აძლევს ივანიშვილს, სასწრაფოდ იზრუნოს დიპკორპუსის შეცვლაზე _ სააკაშვილის დანიშნული ელჩები სააკაშვილისვე საქმეს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ.

 

ელჩების შეცვლა პრობლემა არ უნდა იყოს, როცა ხელისუფლება იცვლება, ელჩებიც იცვლებიან. იგი დარწმუნებულია რომ ივანიშვილი დასავლეთში პოზიციებს გაიმაგრებს, მაგრამ მან პოზიციები ჯერ აქ, საქართველოში უნდა გაიმაგროს _ აცხადებს შევარდნაძე

 

შევარდნაძე ურჩევს ახალ ხელისუფლებას, დასჯის პრაქტიკამ ძალიან არ გაიტაცოს _ დასასჯელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ უპირველესად რეჟიმი უნდა გასამართლდეს _ რეჟიმის სათავეში კი სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ძმანი მათნი იდგნენ _ დასძენს ექსპრეზიდენტი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: