ოფიციალური ისრაელი, ჯერჯერობით, დუმს!

ოფიციალური ისრაელი, ჯერჯერობით, დუმს!

გაეროში პალესტინის სტატუსზე ქართული მხარის გადაწყვეტილებას ისრაელის საელჩო ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

 

ამ დრომდე საელჩოს კომენტარი არც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის  იციკ მოშეს მოწოდებაზე გაუკეთებია. შეგახსენებთ, იციკ მოშემ განაცხადა: დღეს რომ საქართველოში ისრაელის ელჩი იყოს, თანამდებობას დატოვებდა, რადგან საკუთარ მისიას წარუმატებლად ჩათვლიდა. 

 

გაკეთდება თუ არა ამ თემებზე კომენტარი საელჩოში, ამ ეტაპზე უცნობია. 

 

პალესტინას გაეროში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: