ირაკლი ღარიბაშვილი: შიდა ქართლში მდგომარეობა სტაბილურია

ირაკლი ღარიბაშვილი: შიდა ქართლში მდგომარეობა სტაბილურია

შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, 2 დეკემბერს შიდა ქართლში იმყოფებოდა. მან  კონფლიქტურ რეგიონთან არსებული ყველა საგუშაგო და რეგიონის ყველა პოლიციის განყოფილება მოინახულა. მინისტრი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს.  მიიღო ინფორმაცია რეგიონებში არსებული კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

 

რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია, პოლიცია ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რეგიონში ვითარება დაიძაბა. ფრონეს ხეობის სოფელ აბანოდან სოფელ კოდაში მიმავალ ვახტანგ სებისკვერაძის მანქანას ოსურ სოფელ წვნელისიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც კოდაში დაახლოებით 4 შეიარაღებული სეპარატისტი შევიდა და სროლა ატეხა. გავრცელებული ინფორმაციითვე, ინციდენტს ორმხრივი სროლა მოჰყვა, რომელმაც დაახლოებით ერთ საათს გასტანა.  

 

 შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პოლიციის ყველა სამხარეო სამმართველოს და რაიონულ  განყოფილებებს ეწვევა. პირველი ვიზიტი, კახეთის რეგიონში 26 ნოემბერს შედგა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: