იგორ გიორგაძე: სააკაშვილმა წერტილი დაუსვა საქართველოს მთლიანობას

იგორ გიორგაძე: სააკაშვილმა წერტილი დაუსვა საქართველოს მთლიანობას

"პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართული ტელეხიდის დროს იგორ გიორგაძემ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

 

"ჩემთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა. შევარდნაძემ დეფაქტოდ, სააკაშვილმა კი დეიურედ წერტილი დაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ახალ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენ ნულიდან კი არა, მინუს ათასიდან ვიწყებთ, მაგრამ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა ჩემთვის სრულიად მისაღებია", - ამბობს გიორგაძე.

 

იგორ გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაში. კერძოდ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ივანიშვილის ხელისუფლებას ამის გამოსასწორებლად თვეები ან წლები შეიძლება დასჭირდეს.

 

გიორგაძე ასევე შეეხო ბოლო დროს საქართველოში განხორციელებულ დაჭერებს და განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება სამართლიანობის სრული დაცვით მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: