დათა ახალაია საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს

დათა ახალაია საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს


დღეს 11:00 საათზე საქალაქო სასამართლო კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის დათა ახალაიასთვის, ასევე ოლეგ მელნიკოვისთვის, სოსო თოფურიძისა და გერონტი ალანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.


მათ ორი დღის წინ პროკურატურაში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. არც ერთი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.


დათა ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, დათა ახალაია არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რადგან მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: