პუტინი ავად არის?

პუტინი ავად არის?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტის დროს მედიის განსაკუთრებული ყურადღების საგანი რუსეთის პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს რუსული სახელმწიფო ტელეარხები პუტინს მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში და ისიც შორი ხედით აჩვენებდნენ.
"კრემლის მიერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამალვამ საბჭოთა პერიოდი გაგვახსენა, როდესაც ხელმძღვანელი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გასაიდუმლოებული იყო", - წერს მედია.

ხმები პუტინის ავადმყოფობის შესახებ კიდევ უფრო გაამყარა სტამბულში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც პუტინს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ თაიფ ერდოღანი სავარძელში ჩაჯდომაში ეხმარება.

აღნიშნულ შეხვედრაზე, პუტინმა და ერდოღანმა სირიის კონფლიქტი განიხილეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინს რომ ზურგის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, ამის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში ალაპარაკდნენ. რუსეთის პირველი პირი პრაქტიკულად აღარ ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, თუმცა მისი თანაშემწეები ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტი საქმით არის დაკავებული. გასულ კვირას იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, იოსიჰო ნოდამ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის გადადებას აპირებს იმის გამო, რომ პუტინი შეუძლოდაა.

 ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდე ლუკაშენკომ კი განაცხადა, რომ პუტინმა ძიუდოში ვარჯიშის დროს ზურგი დაიზიანა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: