სამყაროს აღსასრული „გადაიდო“?!

სამყაროს აღსასრული „გადაიდო“?!

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა  მაიას ტომის ახალი კალენდარი აღმოაჩინეს, რომელიც არსებულ კალენდრებს შორის უძველესია. ეს კალენდარი IX საუკუნით თარიღდება და სხვა წყარობისგან განსხვავებით, არ ადასტურებს ცნობას სამყაროს აღსასრულის შესახებ.

ეს კალენდარი გვატემალაში ბოსტონის ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა და მათმა ხელმძღვანელმა უილიამ სატურნომ აღმოაჩინეს.

2001 წლიდან ეს არქეოლოგები იკვლევდნენ  მაიას ტომის ერთ-ერთი მკვდარი ქალაქის ნანგრევებს, ერთ-ერთ სახლის კედლებზე, რომელიც მიწით იყო დაფარული ფრესკები აღმოაჩინეს, სადაც მზისა და მთვარის წლის ასტრონომიული ცხრილია და ვენერასა და მარსის მოძრაობის ამსახველი ციკლია.

მეცნიერების აზრით, ამ სახლში ხელმწერი ცხოვრობდა, ამ უკანასკნელის გამოთვლით, სამყარო, დაახლოვებით, 7 ათასი წელი იარსებებს.

 ამ აღმოჩენამდე ძველი თეორიის მიმდევრები მაიას ტომის აქამდე არსებული 14-15 საუკუნის კალენდრებით ხელმძღვანელობდნენ, რომელზეც 2012 წლის 21 დეკემბერს ყველაფერი წყდებოდა.

სამყაროს აღსასრულის თეორიას ბევრი ეთანხმებოდა, არსებობს გამოკითხვა, სადაც მსოფლიოს ყოველი 10 ადამიანი სამყაროს აღსასრულს ამ წელს ელოდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: