მიხეილ სააკაშვილი იმერეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ სააკაშვილი იმერეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოფელ წევასთან მომხდარი ავარიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.  ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიხეილ სააკაშვილის განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დაახლოებით 20:00 საათზე იმერეთში, სოფელ წევასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  

 

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მანქანის ბორტიდან ლითონის რულონი გადმოვარდა, რომელიც საპირისპიროდ მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა. 

მიკროავტობუსის მძღოლი და ხუთი მგზავრი, მათ შორის, ორსული ქალბატონი, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

 

შსს-ს ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა და ის ამჟამად დაკავებულია. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიებას შს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით აწარმოებს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: