თეა წულუკიანს ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას სთხოვენ

თეა წულუკიანს ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას სთხოვენ

დუისიდან ჩამოსულმა ქისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი იუსტიციის მინისტრისგან თეა წულუკიანისგან ლაფანყურის სპეცოპარაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ჩატაევი უკანონო პატიმარია. 

 

აქციის მონაწილეებთან სამინისტროს წარმომადგენელი ჩავიდა, რის შემდეგაც მექა ხანგოშვილი და აქციის ორი მონაწილე სამინისტროში მოლაპარაკებაზე შევიდა. ამ დროისთვის ჟურნალისტებისთვის უცნობია, ქისტები სამინისტროში ვის ხვდებიან. 

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ყველა სამართლებრივი საბუთი ახმედ ჩატაევის უდანაშაულობაზე მეტყველებს, ასევე მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მთელი პანკისის ხეობა ჩატაევს თავდებში უდგება, რათა ციხიდან გამოუშვან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: