ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ნარკოტიკული ნივთიერების  უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების  უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1966 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ. და ნარკოსაშუალების განმეორებით რეალიზაციისათვის - 1972 წელს დაბადებული  ნონა ხ.

„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ნონა ბ.  ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“ სისტემატურად ყიდდა. 2012 წლის 7 ნოემბერს დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამავე ბრალდებით წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში აღიძრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, თეიმურაზ ხ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას პირადი ჩხრეკისას 26 ამპულა (მათგან 4 ცარიელი) „მორფინი“ აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა  ექსპერტიზამ დაადგინა , რომ  თეიმურაზ ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ირივე დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე  მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: