მსჯავრდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

მსჯავრდებული სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებული   გაამართლა  და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.  


რევაზ ხულორდავას 7-წლიანი საპატიმრო მსჯავრი  2011 წლის  16 სექტემბერს სენაკში მომხდარი დანაშაულისთვის  დაედო.  მეგობრებთან ქეიფის დროს ხულორდავასა და დაზარალებულ დავით მგალობლიშვილს შორის წარმოშობილ უთანხმოებას რამდენიმე საათის შემდეგ ამ უკანასკნელის მკვლელობის მცდელობა მოჰყვა. გამოძიებამ ბრალის წარდგენისას  დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებით იხელმძღვანელა.


ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა რევაზ ხულორდავას დამნაშავედ ცნობისთვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რევაზ ხულორდავას დადებული მსჯავრი მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: