ნიკა ჩიტიძე: გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა

ნიკა ჩიტიძე: გაეროს რეზოლუციისთვის მხარდაჭერა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა

"რთულია აიხსნას, რატომ აწყობდა საქართველოს ხელისუფლებას პალესტინის სტატუსის გაზრდა".


ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


"ეს არის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწვეტილება, რადგან მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე ვერ მიიღებდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს, რომელიც 2010 წლამდეც მაღალ თანამდებობეს იკავებდა ამ სტრუქტურაში", _ განცხადა ნიკა ჩიტიძემ.


ექსპერტის თქმით, ისრაელთან და ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს გაეროს რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეგვეკავებინა.


"პალესტინას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს. ეს რეზოლუცია იმას არ ნიშნავს, რომ ისრაელი საქართველოზე შურს იძიებს. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საქართველოს მოქმედი ხელისუფლების გვერდის ავლით დაამყარონ სხვადასხვა სახის კონტაქტები", _ ამბობს ექსპერტი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: