Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
4-12-2012, 18:31
ნანახია: 865

ობამა ასადს აფრთხილებს და ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააფრთხილა სირიის ხელისუფლება, რომ დამასკის მიერ მეამბოხეების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღის  გამოყენებას  "შედეგები მოჰყვება".


"თუ ამ შეცდომას დაუშვებთ და გამოიყენებთ ასეთ იარაღს, თქვენი ქმედებისთვის პასუხს აგებთ", -  მიმართა ობამამ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს.


რა შედეგებს გულისხმობდა ობამა, მას არ დაუზუსტებია.  ობამას  გამოსვლა მოჰყვა აშშ-ის დიპლომატების განცხადებას, რომ მიიღეს დაზვერვის ცნობები, სირიის ქიმიური იარაღის გაადგილების შესახებ, მეამბოხეების წინააღმდეგ მათი შესაძლებელი გამოყენების მიზნით. დამასკო საპასუხოდ კატეგორიულად აცხადებს, რომ არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებს ამგვარ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.