Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
4-12-2012, 18:34
ნანახია: 2141

გოგა ხაჩიძე რობერტ სტურუაზე „მორგებულ კანონზე“ საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ „ფეისბუქის“   საკუთარ გვერდზე გაახმაურა პარლამენტის ახალი ინიციატივა, რომელიც  სახელმწიფო თეატრის მმართველობას ეხება.


კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ, თეატრის ამჟამინდელ მმართველს ზაალ ჩიქობავას, შეუწყდება უფლებამოსილება და რუსთაველის თეატრის მმართველიც და სამხატვრო ხელმძღვანელიც რობერტ სტურუა იქნება.


იმის გამო, რომ რობერტ სტურუას ვერ „დაუთმეს“ ერთდროულად თეატრის მმართველისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა კანონმდებლობა მოარგოს „შექმნილ ვითარებას“ და მოამზადა ცვლილება საქართველოს კანონში „საქართველოს სახელმწიფო თეატრების შესახებ“, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილება უწყდებათ თეატრების მმართველებს. ანუ, თეატრის უფროსი იქნება სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთი კონკრეტული თეატრის შემთხვევაში ეს იქნება სტურუა. ეს ისე, „ერთ კაცზე მორგებულ კანონებზე“ გამახსენდა“, - ნათქვამია გოგა ხაჩიძის განცხადებაში.


აღნიშნული ინფორმაციის დასაზუზსტებლად „ივერიონი“გოგა ხაჩიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა: „ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. მე იმ სხდომას სხვის მაგივრად ვესწრებოდა და ამ კანონპროექტზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებ“.