Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
4-12-2012, 20:06
ნანახია: 925

კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია პრიორიტეტად რჩება

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის გასაწევი დახმარებების ნუსხაში პირველი რიგის პრიორიტეტი ზამთრის პერიოდში მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, შესაბამისად, დაზიანებული სახლების გადახურვა და არსებული სახურავების შეკეთებაა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომა გაიმართა.

აღნიშნული კომისია  საქართველოს მთავრობის დავალებით შეიქმნა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის სამუშაო სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი და სამინისტროს და ადგილობრივი მმართველობის  წარმომადგენლებით  დაკომპლექტებული  სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კომისიამ  კახეთის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების  შემსწავლელი ჯგუფების მუშაობის შედეგები განიხილა. ასევე განიხილეს იმ კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგები, რომლებიც  დაზიანებული სახლების შეკეთებას ახორციელებდნენ. სამუშაო სხდომაზე სტიქიის შედეგად განადგურებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების  კომპენსაციის მექანიზმზეც იმსჯელეს.