შსს-მ ყაჩაღობის საქმე გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,  ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები 1996 წ. დაბადებული იასე თ. 1997 წ. დაბადებული ბაჩუკი მ.  და 1996 წ. დაბადებული გიორგი თ. არიან.

„2012 წლის 5 დეკემბერს, აღნიშნული პირები გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში,  ციალა გ.-ს საცხოვრებელ სახლში ნიღბებით შეიჭრნენ  და ცეცხლსასროლი იარაღის  მუქარით დაზარალებულს 50 აშშ დოლარი და 70 ლარი წაართვეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე  მუხლის - ყაჩაღობის II ნაწილის „ბ" და III ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

დანაშაული  8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: