მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა

დღეს თავდაცვის სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა.

პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.

პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში, მოდლოვასა და ბელორუსიაში. მანამდე მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების თანახმად, გაერთიანებული შტაბის უფროსს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: