ბაჩო ახალაიას „ავტომატების საქმეს“ გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა

ბაჩო ახალაიას „ავტომატების საქმეს“  გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა

ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში სამხედრო უწყებამ გასული საუკუნის შუა პერიოდში წარმოებული მეორადი, გადაღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში, კუსტარულად შეკეთებული AK-47 და AKS-47 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა.


ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინსტრო ავრცელებს.


თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ვაკო ავალიანის განმარტებით, ეს ამბავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმების  შედეგად გაირკვა.


დოკუმენტების თანახმად, ერთ ავტომატში  290 ევროა გადახდილი.  ამ ავტომატური იარაღის  საბაზრო ღირებულება კი 50 ევროს არ აღემატება. სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შედეგად  მილიონობით ლარი  ოფშორულ ზონებში ირიცხებოდა და შედეგად საქართველო მოძველებულ ტექნიკას იღებდა.


სამხედრო უწყების მიერ წარსულში შეძენელი მეორადი იარაღის საქმეზე თავდაცვის სამინიტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. დეტალები ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ გააცნო. საქმე გამოძიებისათვის პროკურატურას გადაეცემა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: