პარლამენტს შრომით კოდექსში ცვლილებები შეაქვს

პარლამენტს შრომით კოდექსში ცვლილებები შეაქვს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღეს დასაქმებულთა უფლებები საგრძნობლად შელახულია და აუცილებელია, რომ დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა დარეგულირდეს.


მომავალში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურა ახლებურად განისაზღვრება, რამაც მოქალაქეთა სამუშაოდან დაუსაბუთებლად  გათავისუფლება თავიდან უნდა აგვაცილოს. ამ მიზნით ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში შედის.


ემსახურება საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტის ინიციატივას წარმოადგენს და სხდომაზე პრინციპების დონეზე განიხილეს.


შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილებები სოციალური პარტნიორობის საკითხს ეხება. ამ ინიციატივის მიზანი, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური გარემოს გათვალისწინებით, შრომის კანონმდებლობის  ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებაა.


კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ებრალიძემ წარადგინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: