ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე მივიდა

ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე მივიდა

შსს საგამოძიებო განყოფილებაში დაკითვაზე შესვლამდე ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა:


"გუშინწინ პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვითაც პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურის ყველა ის აგენტი და  ტერორისტი, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, გაათავისუფლეს. ამ ლოგიკურად ასე გამოდის: ის ადამიანი, რომელიც მათ ებრძოდა, ახლა დაკითხვაზე დადის", _ აცხადებს მერაბიშვილი.


გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის განმეორებითი დაკითხვა მის მიერ ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობით არის განპირობებული.


ამ საკითხთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილი პირველ დეკემბერს უკვე იყო დაბარებული პროკურატურაში, მაგრამ მან გამოძიებასთან არ ითანამშრომლა. ამიტომ, საჭირო გახდა დაკითხვაზე მისი ხელმეორედ დაბარება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: