კობა ხაბაზი: დაპატიმრებებით ვერ შეგვაშინებენ!

კობა ხაბაზი: დაპატიმრებებით ვერ შეგვაშინებენ!

"ნაცინალური მოძრაობა" ვანო მერაბიშვილის დაკითხვას პოლიტიკურ დევნად აფასებს და მის მხარდასაჭერად აქციას აწყობს.

 

შსს-ს საგამოძიებო განყოფილებასთან, სადაც ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს, შეკრებილები არიან "ნაციონალური მოძრაოაბის" წევრები და რიგითი მოქალაქეები. ისინი ყოფილი პრემიერის დაკითხვას აპროტესტებენ.

 

"ეს დაჭერები საბავშვო თამაშს ჰგავს, რადგან ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ იტყვის იმას, რომ ეს არ არის პოლიტიკური დაკვეთა და პოლიტიკური დევნა", _ აცხადებს კობა ხაბაზი.

 

როგორც კობა ხაბაზი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "პირნათლად მიუთითა" იმისკენ, თუ ოპოზიცია _ "ნაციონალური მოძრაობა" არ შეიცვლის რიტორიკას, არ შეწყდება დაკავებები. 

 

"მე არ ვიცი, საიდან აღმოჩნდა ყალბი დოკუმენტები, იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლის საფუძველზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს და ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისათვის", _ აცხადებს ხაბაზი.

 

"არჩილ კბილაშვილმა დააკავა ადამიანი, რომელმაც კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში შესაშურად გამოასწორა. ვანო მერაბიშვილი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც საქართველოს სტაბილური მდგომარეობა მოუტანა. ამას მოგვიანებით მოჰყვება ხალხის დიდი მღელვარება და მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: ხელები შორს ვანო მერაბიშვილგან!" _ აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: