40 მძიმედ დაავადებული პატიმარი ციხეს ტოვებს

40 მძიმედ დაავადებული პატიმარი  ციხეს ტოვებს

გლდანის მე-18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას დღეს, 18:00-დან 19:00 საათამდე, 40 მძიმედ დაავადებული პატიმარი დატოვებს.

პატიმრები პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის მიერ გადაგზავნილი სიის საფუძველზე შეიწყალა.

შეგახსენებთ, რომ სულ პრეზიდენტმა სოზარ სუბარის სიის საფუძველზე 92 პატიმარი შეიწყალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: