ქალ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის საჭიროებებს შეისწავლიან

ქალ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის საჭიროებებს შეისწავლიან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტროს წარმომადგენლები სამოქალაქო ჯანდაცვის წამყვანი კლინიკების პროფესიონალებთან ერთად, სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის საჭიროებებს შეისწავლიან.  

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან სისტემაში პატიმართა დიდი უმრავლესობა მამაკაცია, ჯანდაცვის სისტემაც უფრო მეტად მამაკაცთა საჭიროებებზეა მორგებული, რაც ქალებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის, კანისა და ვენერიულ სნეულებათა ეროვნული ცენტრის, კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს, დავით ტატიშვილის კლინიკის, კლინიკა „ნევროლოგი“-ს, კლინიკა „ტესტი“-ს და მრავალპროფილიანი კლინიკა „მედლაბი“-ს ექიმები ქალ მსჯავრდებულებს სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ და საჭიროების შემთხვევაში  სათანადო მკურნალობას დაუნიშნავენ.    

2012 წლის 6 დეკემბრის მონაცემებით, მე-5 დაწესებულებაში 956 ქალი იმყოფება. აქედან 56-ს მათგანს პატიმრობა არ აქვს მისჯილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: