სოზარ სუბარი: მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს

სოზარ სუბარი: მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროსგან დამოუკიდებელი უნდა იყოს

სასჯელაღსრულების, პრობაციის, და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მონიტორინგის ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე დაკომპლექტდება და იგი სამინისტროსგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს.

 

„მივიჩნევ, რომ  მონიტორინგის მექანიზმი სამინისტროსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი  უნდა იყოს. ის ჯგუფი, რომელიც ახლა არსებობს, ჩემი წინამორბედის დროს შეიქმნა და ვადაც მალე ეწურება - შესაბამისად მე ის არ გავაუქმე. რაც შეეხება მონიტორინგის ჯგუფს, იგი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით დაკომპლექტდება. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა უნდა იცოდნენ, ციხეში შესვლისას რას უნდა მიაქციონ ყურადღება“, - განცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: