ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.

 

ინფორმაცია ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდზე განთავსდა.

 

ინფორმაციის თანახმად, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა როგორც ელექტრონულად, ასევე არაელექტრონული ფორმით - შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზეა შესაძლებელი. 

 

ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას  კახა ასკურავა ასრულებს, რომლის განცხადებითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმალური ფუნქციონირების გათვალისწინებით, საკრებულომ გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება გადაწყვიტა.

 

მისი თქმით, იგი გამგებლის მოვალეობას კონკურსის დასრულებამდე შეასრულებს.

 

ამასთან, ასკურავა არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას. განცხადებების მიღება 20 დეკემბერს დასრულდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: