რა ბედი ელის უპროექტო პარლამენტის შენობას?

რა ბედი ელის უპროექტო პარლამენტის შენობას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე საუბრობენ.

 

როგორც ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის შენობა ისე შენდებოდა, რომ მისი პროექტი არ არსებობდა. 

 

მისი თქმით, გაზაფხულზე და ზაფხულში პარლამენტის წევრებს ამ შენობაში მუშაობა უკიდურესად გაუძნელდებათ. 

 

„პარლამენტის გადატანაზე საუბარი არის. ქუთაისელებს რომ არ ეწყინოთ, ამ შენობის ადგილზე ავაშენებთ საგანმანათლებლო ცენტრს, რაც მე მათ დავპირდი. კიდევ ბევრი რამ გაკეთდება ქუთაისში. ქუთაისელებს პარლამენტის არსებობამ დიდი შეღავათი ვერ მისცა, რაც თეორიულადაც გამორიცხული იყო“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს, ინდუსტრიულიც და იქ გადამმუშავებელი წარმოებაც უნდა დაიგეგმოს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: