ისრაელის ბიზნესფორუმი საქართველოში

ისრაელის ბიზნესფორუმი საქართველოში

დღეს  სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“   ბიზნესფორუმის „ისრაელის ბიზნესი საქართველოში - 2013“  საზეიმო ღონისძიება გაიმართება.   

 

ბიზნესფორუმზე შედგება პრეზენტაცია იმ 50 საინვესტიციო პროექტისა, რომელსაც ახორციელებენ ებრაული  კომპანიები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციების და სხვა სფეროში.

 

ფორუმი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოს პირველად ეწვევიან ,,Cotbi“-ს წარმომადგენლები. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ  როგორც ისრაელის, ისე საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

 

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ მხარდამჭერი წერილები მიიღო  როგორც  ისრაელის პრემიერ-მინისტრისაგან, ასევე სხვადასხვა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტებისგან.

 

ბიზნესფორუმის პარალელურად,  დღეს აღინიშნება ებრაული დღესასწაული „ხანუკა“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს აინთება „ხანუკის“ პირველი სანთელი.

 

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება  სამთავრობო ინიციატივას, რაც  ქართული  ფონდების  უცხოურ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობას გულისხმობს.

 

„ეს დიდ სტიმულს მისცემს პოტენციურ ინვესტორებს და მოქმედ ბიზნესმენებს საქმიანობის გაგრძელებაში და ხელს  შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა იციკ მოშემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: