მელნიკოვი დააკავეს!

მელნიკოვი დააკავეს!

უკრაინაში, ქალაქ კიევში, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დააკავეს საქართველოს ინტერპოლის მიერ 2012 წლის 5 დეკემბრიდან საერთაშორისო ძებნაში მყოფი ოლეგ ვლადიმერის ძე მელნიკოვი.

 

მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების – დათა ახალაიას, სოსო თოფურიძის, გერონტი ალანიასა და ოლეგ მელნიკოვის ძებნის თაობაზე დადგენილებით გუშინ მიმართა.

 

ოლეგ მელნიკოვი იძებნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  333 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილ ძალადობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფას.

 

"ამჟამად, უკრაინის სამმართალდამცავ ორგანოებთან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ გადაგზავნილია ოლეგ მელნიკოვის წინასაექსტრადიციო პატიმრობისთვის და  საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტაცია. კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება მისი საქართველოში ექსტრადიცია",- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

კუდ-ის მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ადანაშაულებენ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: