ფინანსურ პოლიციაში თბილისის მერის მოადგილეს კითხავენ

ფინანსურ პოლიციაში თბილისის მერის მოადგილეს კითხავენ

ფინანსურ პოლიციაში ამ წუთებში თბილისის მერის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

 

ჯერჯერობით უცნობია,  რა საკითხებთან დაკავშირებით კითხავენ მას. 

 

როგორც პეტრიაშვილმა დაკითხვამდე განაცხადა, ფინანსურ პოლიციაში მისი დაბარების მიზეზი მისთვისაც უცნობია. 

 

ფინანსურ პოლიციაში დაახლოებით ერთი საათის წინ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი დაიკითხა.

 

როგორც ცნობილი გახდა, იოსელიანი 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით იყო დაბარებული. მას გამოძიება  აღნიშნული ტერიტორიის 3-ჯერ უფრო მეტ თანხად გაყიდვაში ედავება.

 

„დაკითხვა 2006 წელს რიყის გასხვისებას ეხებოდა. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. რიყის გაყიდვა  კანონიერად, კონკურსის წესების დაცვით მოხდა. მაშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახლდით და კომისიაშიც ამ სახით ვიყავი წარმოდგენილი“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

როგორც მან აღნიშნა, მაშინ მისთვის მთავარი ის იყო, რომ ბიუჯეტს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიეღო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: