The washington times: თბილისში ტეტჩერიზმი კვლავ მოდაშია

The washington times: თბილისში ტეტჩერიზმი კვლავ მოდაშია

 

,,თუკი საქართველო ევროპის ხალხთა ოჯახში ინტეგრაციის ნაცვლად სულუს ორბიტას დაუბრუნდება, დასავლეთი ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს“.

ამ წინადადებით ასრულებს საქართველოს შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა The washington times.

 

 სტატიის ავტორი ლიუკ კოფი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის მოსკოვსა და თბილისში 1987 წლის ვიზიტს იხსენებს და საქართველოსთან პარალელებს ავლებს.

 

ჟურნალისტი წერს, რომ მარგარეტ ტეტჩერმა სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა პრეზიდნეტ რეიგანთან ერთად კომუნიზმის ტირანიის დასანგრევად ებრძოლა და აცხადებს, რომ საქართველო 25 წლის შემდეგ ახორციელებს იგივე რეფორმებს. 

 

გამოცემა საქართველოში,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ლიუკ კოფი წერს, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველომ უდიდეს წინსვლას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის, სამხედრო რეფორმის, ნატოთან და რუსეთთან ურთიერთობის საკითხები.

 

,,პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა და გეზი მთლიანად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ აიღო. მართალია, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ის სერიოზულ პროგრესს აღწევს. მისი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი მისი ანტიპოდია. იქ დემოკარტიის, თავისუფლების მხრივ რეგრესია, გაბატონებულია კორუფცია და მომავალი ბნელია“, - აღნიშნულია სტატიში. 

 

ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, იგი გაცილებით მეტ რესურსს იყებნებს ავღანეთში სამხედრო დანაყოფებისთვის, რაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის მისაბაძი უნდა იყოს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: